LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

C რეაქტიული ცილა

103
C რეაქტიული ცილა

Cრეაქტიული ცილა იცვლება მძიმე ტრავმების, ბაქტერიული ინფექციების, ანთების, ქირურგიული ჩარევის და სიმსივნური პროცესების დროს. მაღალი მგრძნობელობის C რეაქტიული ცილა გულის ქრონიკული დაავადების განვითარების შემფასებელია, რომლის გამოყენება შესაძლებელია პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებშიც. მაღალი მგრძნობელობის C რეაქტიული ცილის ტესტი გამოიყენება შემდეგი პათოლოგიების დროს: ინფექციის სტატუსის შესაფასებლად, ქრონიკული ანთებითი დაავადებების სადიაგნოსტიკოდ, გულის დაავადებების რისკის შეფასებისთვის, გულის განმეორებითი შეტევის რისკის შესაფასებლად. არაერთი ეპიდემიოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ პაციენტებს, როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს, პლაზმის მაღალი მგრძნობელობის CRP-ს მაჩვენებლის ზრდით, გულის კორონარული დაავადების და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების  მომატებული რისკი აქვთ.

C რეაქტიული ცილა გულის კორონარული დაავადებების არაპირდაპირი რისკ-ფაქტორია და მისი მომატებული კონცენტრაცია პლაზმაში შესაძლოა ასახავდეს ისეთ მდგომარეობებს, როგორებიცაა: ინფექციური აგენტებით გამოწვეული კორონარული არტერიების ანთებითი პროცესი, ანთებითი პროცესების მიმდინარეობის სიმძიმე ათეროსკლეროზულ სისხლძარღვებში, მიოკარდიუმის იშემიასთან დაკავშირებული ანთების გაფართოება-გავრცელება, მიოკარდიუმის ნეკროზთან დაკავშირებული ანთების გაფართოება-გავრცელება.

მაღალი მგრძნობელობის C რეაქტიული ცილის განსაზღვრა რეკომენდებულია: იმ ადამიანებისთვის, რომელთაც უახლოესი 10 წლის მანძილზე გულ-სისხლძარღვოვანი პათოლოგიის განვითარების რისკი აქვთ. გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების, ქრონიკული ანთებითი მდგომარეობების, დიაბეტის ან თირკმლის პათოლოგიების მქონე ხანდაზმულ პაციენტებში – მკურნალობის გადაწყვეტილებების მისაღებად. როდესაც მაღალი მგრძნობელობის C რეაქტიული ცილის მაჩვენებელი მომატებულია, რეკომენდებულია ტესტის გამეორება, დაახლოებით 2 კვირაში. კვლევის ჩატარება არ არის რეკომენდებული ინფექციის ან ანთების სიმპტომების მქონე პაციენტებში და ტრავმების დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები