LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცალხელა ბიჭუნამ ნამდვილ წარმატებას მიაღწია (ვიდეო)

54

ტოდლერ ტომი მორისი ნაწილობრივ განვითარებული კიდურით დაიბადა, თუმცა ამას არ შეუშლია ხელი, რომ ბიჭუნას ეკეთებინა ის, რაც ყველაზე მეტად სურდა. ტომი ჯერ მხოლოდ 3 წლისაა, მაგრამ განსაკუთრებული ნებისყოფით გამოირჩევა. ბიჭუნამ უკვე რამდენიმე თვეა, რაც გოლფის თამაში დაიწყო და ბევრ წარმატებასაც მიაღწია. მას ბურთის 100 იარდის მანძილზე გაგზავნა საკმაოდ მარტივად შეუძლია.
ამაყმა მშობლებმა ჯო და მარსიამ შვილის გატაცება პირველად მაშინ შეამჩნიეს, როცა 18 თვის ტომი გოლფს დიდი აღტაცებით უყურებდა. პროფესიონალები პატარა გოლფისტს მომავალში ძალიან ბევრ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.
აღსანიშნავია, რომ ოჯახი ცნობილი კლუბის „Frenchman’s Reserve Country Club”-ის წევრია. ტომი კი ამჟამად ელექტრომობილის მართვას სწავლობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები