“ბარსელონას“ ბავშვთა გუნის მოთამაშეებმა დამარცხებული მოწინააღმდეგეები დაამშვიდეს.
სპორტული საქციელის მაგალითი 12-13 წლის კატალონიელებისგან.
„ბარსელონამ“ტოკიოში გამართული ჭაბუკთა ტურნირი World Challenge Cup მოიგო, ფინალში კი მასპინძელთა გუნდი „ომია“ 1:0 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ წაგებულმა ბავშვებმა ცრემლები ვერ შეიკავეს, „ბარსას“ ფეხბურთელებმა ზეიმის ნაცვლად მეტოქე გუნდის წევრების ნუგეშს მიყვეს ხელი.
„ომიას“ დიდების გუნდმა გასულ წელს მეორე დივიზიონი მოიგო და J ლიგის საგზური მოიპოვა.
https://www.youtube.com/watch?v=Ac9dvPUqVhQ