LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაკვეტაძე ისევ სიმბოლურშია: ახალგაზრდა გენიოსი აზარს შეადარეს

36

გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონატის მე-12 ტურის სიმბოლური ნაკრებში შეიყვანეს. გამოცემა voetbalkrant.com-მა „გენტის“ 19 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი მეორედ გამოარჩია.

„ჩაკვეტაძე გენიალური იყო „გენტში“, რომელმაც „შარლერუა“ 2:1 დაამარცხა“ – ასე მოკლედ ახსნა voetbalkrant.com-მა ქართველის აღიარება. გიორგი ჩაკვეტაძე სიმბოლურში ზედიზედ მეორედ მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ მე-12 ტურში „შარლერუას“ კარში დუბლი შეასრულა და „გენტს“ 2:1 მოაგებინა.

 

ამასობაში გიორგი walfoot.be-მა „გენტის“ პატარა ქართველ გენიოსი შეარქვა და ბელგიის ნაკრებისა და “„ჩელსის“ ვარსკვლავს, ედენ აზარს შეადარა. „გიორგი ჩაკვეტაძე, „გელამკო არენას“ ახალგაზრდა გენიოსი“ – ასეთი სათაური ჰქონდა წერილს.

„აშკარაა, რომ „გენტში“ ახალი მთავარი მწვრთნელის, ჯეს ტორუპის მისვლით, გიორგი ჩაკვეტაძემ მოიგო და ავანსების გამართლება დაიწყო. გასულ სეზონშიც უნდა დაგვენახა, რომ ქართველ მოთამაშე რაღაცით გამორჩეული იყო. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთს გრძნობს და როდესაც ის ბურთთანაა, ამ დროს ყველაფერია მოსალოდნელი. „გენტის“ პატარა პრინცს ისღა დარჩენია, შემდგომშიც დაამტკიცოს, რომ ამ დონეზე თამაში შეუძლია. მაგრამ ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უდიდესი ტალანტი წლის აღმოჩენის პრიზს იმსახურებს. სათამაშო სტილით ქართველი ედენ აზარს ჰგავს. კარში ედენზე ნაკლებად არტყამს, თუმცა ბელგიის ნაკრების პლეიმეიქერს თამაშის წაყვანაში ძალიან ჰგავს“ – წერს walfoot.be.

შეგახსენებთ, რომ დანიელი მწვრთნელის, ჯეს ტორუპის დანიშვნის შემდეგ „გენტმა“ ორი შეხვედრა მოიგო და ორივე შეხვედრაში 19 წლის ქართველმა გაიბრწყინა – ამაზე სამი გოლი და ორი საგოლე გადაცემა მეტყველებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები