LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩავიჩოჩეთ: საქართველო სამი ადგილით უკან

102
KJR_5788

საქართველოს ნაკრებმა ბოლო ორი ოფიციალური თამაში წააგო და ბუნებრივია, რომ ეს რეიტინგზეც აისახა.

ფიფამ ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.

საქართველომ სამი ადგილით უკან დაიწია და 94-ე ადგილზეა (1256 ქულა). თუ გახსოვთ, მანამდე, თებერვალში ჩვენმა გუნდმა ორი პოზიციით დაიხია უკან.

ბოლო ორ წაგებულ მატჩს ალბათ შეხსენება არც სჭირდება – თბილისში შვეიცარიასთან 0:2 და დუბლინში ირლანდიასთან 0:1.

რაც შეეხება შესარჩევში ჩვენს მეტოქეებს –
შვეიცარია მე-8-ეა, დანია მე-10, ირლანდია 29-ე (34-ე ადგილიდან აიწია), ხოლო გიბრალტარი – 195-ე.

ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე, ბელარუსის ნაკრები ჩვენზე წინაა და 81-ე ადგილს იკავებს.

რეიტინგს კვლავ ბელგიის ნაკრები ლიდერობს, მსოფლიო ჩემპიონი და ყველას და ყველაფრის მომგები საფრანგეთი კი მეორეა, რომელიც ბელგიას სულ უმნიშვნელოდ ჩამორჩება, მესამე პოზიციას ბრაზილია იკავებს.

 

ჩვენ და მეტოქეები

8 (8). შვეიცარია
10 (10). დანია
29 (34). ირლანდია
94 (91). საქართველო
195 (194). გიბრალტარი

საუკეთესო ათეული

1. ბელგია
2. საფრანგეთი
3. ბრაზილია
4. ინგლისი
5. ხორვატია
6. ურუგვაი
7. პორტუგალია
8. შვეიცარია
9. ესპანეთი
10. დანია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები