LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხეთის მთებში ტურისტებმა საგანძურს მიაგნეს

116
dsc-4475

ჩეხეთში, კრკონოშეს მთებში ტურისტებმა განძი აღმოაჩინეს. სიახლის შესახებ Cnn-ი წერს.
ორმა ტურისტმა, რომლებმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვეს, გადაწყვიტეს გზა შეემოკლებინათ და ტყეზე გადაეკვეთათ. შუა გზაში, მათ ქვის კედელში ალუმინის ნაჭერს მოკრეს თვალი. ახლოს მისვლისას აღმოაჩინეს ყუთი, რომელშიც ოქროს მონეტები, სამაჯურები, პორტსიგარი და სავარცხელი იყო მოთავსებული.

ვიზიტორებმა განძი ბოჰემიის მუზეუმს გადასცეს და ამის შემდეგ არტეფაქტების შესწავლას არქეოლოგები შეუდგნენ. შედეგად მათ დაადგინეს, რომ განძი მთებში მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდეა დამალული, რასაც ადასტურებს ერთ-ერთი მონეტა, რომელიც 1921 წლით თარიღდება.

ყუთში 3,7 კილოგრამის წონის მონეტები იყო მოთავსებული, თანაც არა ჩეხური, არამედ ბალკანური და ფრანგული წარმოშობის.

მუზეუმი საგანძურის ზუსტი ღირებულების დაზუსტებისგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებს, რადგან ჯერ კიდევ ბევრი კვლევის ჩატარებაა საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები