LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხეთში 2024 წლიდან ელექტრონული პირადობებით ისარგებლებენ

123
thumb_1024x663_digital-id-11zon

2024 წლიდან ჩეხეთის მოქალაქეებს ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ექნებათ. სიახლე სმარტფონის აპლიკაციის ფორმით იმუშავებს და ინტერნეტ კავშირიც არ დასჭირდება, წერს The Mayor.

ახალი სისტემის დახმარებით ჩეხები შეძლებენ, რომ სახელმწიფო სამსახურებს თუ სხვა დაწესებულებებს მხოლოდ საჭირო ინფორმაცია წარუდგინონ. მაგალითად, მათ თუ სთხოვენ მაღაზიაში თავისი ასაკის დადასტურებას, აპლიკაციით მხოლოდ ასაკის ჩვენება იქნება შესაძლებელი და სხვა ინფორმაციის გამხელის აუცილებლობა გაქრება (მაგალითად სახელის).

თუმცა, ელექტრონული პირადობა მხოლოდ ჩეხეთის საზღვრებში იმოქმედებს და მისი საერთაშორისო მოგზაურობის დროს გამოყენება ვერ მოხერხდება.

ტრადიციული ID-ბარათები უახლოესი პერიოდი კიდევ იფუნქციონირებს, შემდეგ კი ელექტრონული ვერსია მას სრულად ჩაანაცვლებს.
აღსანიშნავია, რომ ციფრულ დოკუმენტებს სხვა ევროპულ ქვეყნებშიც ტესტავენ, მაგალითად ჰელსინკის აეროპორტში მსოფლიოში პირველი ტურისტული ციფრული პასპორტი გამოიყენეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები