LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხეთში ანონიმური სამგზავრო ბარათები გაჩნდება

67

ჩეხეთში ანონიმური სამგზავრო ბარათები გაჩნდება. პრაღის მერიამ გადაწყვიტა, რომ მოქალაქეების მოთხოვნა გაითვალისწინოს და ბილეთების გაფორმებისას მათი მფლობელის ვინაობა არ მიუთითოს. და რაც მთავარია, პირადი ცნობები არც სისტემაში აღარ შეინახოს.

სიახლე ძალაში 1 თებერვლიდან შემოდის და ე.წ. Lítačka სრულიად ანონიმური გახდება. ქალაქის მერის განცხადებით, მსგავსი მოთხოვნით მათ უამრავმა მოქალაქემ მიმართა და გადაწყვიტეს, რომ პრაღელების აზრი გაეზიარებინათ. ერთადერთი პირობა ის იქნება, რომ სამგზავრო ბარათის ასაღებად ადამიანს მისვლა პირადად მოუწევს და შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ელექტრონულ სისტემაში არანაირი ინფორმაცია აღარ შეინახება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები