LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხეთში მავნე ჩვევების ნაციონალური კოლექცია შეაგროვეს

42
photo-katerinaseda-cz-poxon

ჩეხეთში გადაწყვიტეს, რომ მავნე ჩვევების ნაციონალური კოლექცია შეექმნათ. ასეთი ჩვევების ჩამონათვალი გააერთიანეს სპეციალურ ბაზაში, რათა ყველამ შეძლოს იმის ნახვა, რომ თავის მისწრაფებებში მარტო არ არის.

პროექტის ფარგლებში უკვე მოაგროვეს 4 ათასამდე გამოხმაურება. მაგალითად, მონაწილეებმა თავის მავნე ჩვევებად დაასახელეს – უმი მაკარონის მირთმევა და გარშემო ყველაფრის გადაღების სურვილი.

ინიციატივის ავტორებს მთლიანობაში 10 ათასამდე ადამიანის შესახებ სურთ ინფორმაციის შეგროვება. ამისათვის მათ სპეციალური საიტი (https://www.sbirkazlozvyku.cz) ჩაუშვეს. საიტზე ხალხი არამხოლოდ თავის მავნე ჩვევებზე, არამედ მეგობრებისა და ახლობლების, ასევე ჩეხების ზოგად ნაციონალურ ჩვევებზეც წერს.

პროექტის საბოლოო შედეგი ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები