LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხურ ზოოპარკში რეპტილიებისთვის სალათს თავად მოიყვანენ, რადგან ნაყიდი პროდუქცია ქვეწარმავლებს არ მოსწონთ

107
4DB3E2D0-9461-470F-B774-AD5E6A6E66E5

ჩეხეთის ქალაქ ლიბერეცის ზოოპარკში სალათისა და მწვანილის მოყვანა ე.წ. ჰიდროპონიკას მეთოდით დაიწყეს. ახალი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მწვანილი უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ გაიზარდოს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხოველების კვებისთვის. სიახლის შესახებ ზოოპარკის ოფიციალური საიტი წერს.

ჰიდროპონიკა არის მცენარეთა გაზრდის მეთოდი, რომლის დროსაც მცენარეები ნიადაგის გარეშე, მინერალებით გამდიდრებულ წყალში იზრდებიან. ის განსაკუთრებით გამოდგება იქ, სადაც ტრადიციული სოფლის მეურნეობა რთულად საწარმოებელია.

იდეა ზოოპარკმა ისესხა ადგილობრივი უნივერსიტეტის სტუდენტისგან, რომელმაც წარმატებით მოაწყო ჰიდროპონული ბაღი უნივერსიტეტის კამპუსის სახურავზე.
ზოოპარკში უკვე დაიდგა ორი ჰიდროპონული სისტემა, სადაც თვეში დაახლოებით 500 ულუფა სალათს მოიყვანენ. ზოოპარკის ბინადრებს წელიწადში 22 000-ზე მეტი პორცია სჭირდებათ, რაც მათი მოთხოვნილებების მეოთხედს მაინც დაფარავს.

განსაკუთრებით სასარგებლოა ეს მეთოდი რეპტილიებისთვის – ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან მწვანილში არსებული ნიტრატების მიმართ, რაც ხშირად გვხვდება მაღაზიაში შეძენილ პროდუქციაში. საკუთარი წარმოება ზოოპარკს საშუალებას მისცემს, სრულად გააკონტროლოს საკვების შემადგენლობა.

გარდა ამისა, ზოოპარკი იმედოვნებს, რომ ვიზიტორებსაც დაანახვებს, როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით საკვების მოყვანა პირდაპირ ქალაქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები