LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი აზრით „ტრულაილას“ დონისაა, კონკურენტია, შეიძლება ითქვას, ისეთი სიმღერა გამოვიდა…“ – დათო გომართელი სიმღერის პრემიერით „არ დაიდარდოში“

1007
დათო-გომართელი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ დათო გომართელი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „თბილისური პოპური“ პრემიერა შედგა.

დათო, მოგვიყევით „თბილისურ პოპურზე“, ვის ეკუთვნის ნამუშევრის იდეა?

იდეა აბსოლუტურად ჩემია. ცოტა უცნაური ტექსტიც არის, რომელსაც ჩვენს ახალგაზრდობაში ვმღეროდით მეგობრები, საძმაკაცო და ზუსტად ამიტომ დავარქვი „თბილისური პოპური“. მართლაც თბილისური სიმღერაა… მაშინ, არ იყო არც დარბაზი, არც რესტორნები, კაფეები და ოჯახში ვმღეროდით ამ სიმღერებს, რომლებიც ამ პოპურში იქნება წარმოდგენილი.

ჩემი აზრით „ტრულაილას“ დონისაა, კონკურენტია, შეიძლება ითქვას, ისეთი სიმღერა გამოვიდა.

რამდენი სიმღერა შედის პოპურში?

სამი სიმღერაა შეყვანილი ამ პოპურში.

პირველი სიმღერა, რომლითაც იწყება, დაიწერა სპეციალურად, როცა მეტრო იხსნებოდა თბილისში. ცნობილი სიმღერაა, რომელსაც რამდენიმე ანსამბლი მღერის, მაგრამ მე იქ შევიყვანე პირველი სტროფი, რომელსაც არ ხმარობენ და რომელიც ძალიან საინტერესოა.

რა თქმა უნდა, შევიტანე „ბაღდადური“, რომელსაც უკრავდნენ მე-19 საუკუნეში, თბილისში, „ყეენობაზე“. შეიძლება ითქვას, რომ მისი ავტორი არ არსებობს, ქალაქური სიმღერაა. მერე, ის გამოიყენეს „ქეთო და კოტეში“, სადაც ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი ცეკვავენ, მერე, კინტოურში და ა.შ.

არანჟირება ცირა ბზიშვილის გახლავთ, სიმღერა მის სტუდიაში ჩაიწერა. მასტერინგი ბორიკო შხიანს ეკუთვნის. 

დათო გომართელი – თბილისური პოპური

გადაცემის აუდიოჩანაწერი

დათო გომართელი. “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები