23 მარტს უეფამ ოფიციალურად გადაიტანა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ფინალური მატჩები გაურკვეველი ვადით კორონავირუსის პანდემიის გამო. ორგანიზაციაში შექმნეს სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ევროთასების ფინალური მატჩების ჩატარების ვარიანტებს.
თუმცა უკვე არსებობს ბუქმეკერების კოეფიციენტები თუ როდის გაიმართება გადამწყვეტი თამაშები:
ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჩატარდება 2020 წლის 1 სექტემბრამდე: კი – 2.0, არა – 1.72;
ევროპის ლიგის ფინალი ჩატარდება 2020 წლის 1 სექტემბრამდე: კი – 2.0, არა – 1.72;
ევრო 2020-ის კოეფიციენტები ტურნირის გადატანის შემდეგ განაახლეს: ვინ არის ფავორიტი
შეგახსენებთ, უეფამ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გათამაშება 13 მარტს ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალური მატჩების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე შეაჩერა.
უეფას ფინალის მასპინძელი ქალაქები არ შეუცვლია. ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბოლში, ხოლო ევროპის ლიგის ფინალი გდანსკში უნდა გაიმართოს.