LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Chevrolet ახალი ჰეჩბეკის პრეზენტაციისთვის ემზადება

44

კომპანია Chevrolet დელის ავტოშოუზე ახალი კონცეპტუალური მოდელის პრეზენტაციას გამართავს. ახალი ავტომობილი Chevrolet Beat, იგივე Spark-ის ბაზაზე დამზადდება.

ამ მომენტისთვის კომპანიას მხოლოდ ერთი ოფიციალური თიზერი აქვს გამოქვეყნებული, რომელსაც საელად Cross უწოდეს. სურათზე აღბეჭდილი ავტომობილი აუცილებლად მოგვაგონებს Spark-ის 2016 წლის მოდელს, თუმცა, მათი განსხვავება განახლებული განათემის სისტემითა და შავი ფერის ქვედა ტუჩის მეშვეობით არის შესაძლებელი.

ახალი ავტომობილი General Motors-ის კორეულ ბაზაზე დამზადდება და მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდება, რაც დაახლოებით 40-მდე საავტომობილო ბაზარს გულისხმობს. საინტერესოა, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ახალი ჰეჩბეკის მიმართ კომპანიის წარმომადგენლები ინდოელებისგან ელიან. თუ რატომ, ამას მოგვიანებით შევიტყობთ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები