LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Chevrolet-ის ელექტრონული სუპერქარი 750.000 დოლარად შეფასდა (ვიდეო)

32

ამერიკულმა კომპანიამ Genovation Cars ელექტრონულ სუპერქარზე წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყო. ავტომობილი აგებულია კუპეს – Chevrolet Corvette ბოლო წარმომადგენლის ბაზაზე. მისი სახელწოდებაა Genovation Extreme Electric (GXE) ხოლო ფასი 750.000 დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ახალი მოდელი აღჭურვილია 2 ელექტრონული აგრეგატით. ყველაზე ძლიერი 660 ცხენის ძალის სიმძლავრისაა და 813 ნმ ბრუნის სისწრაფით ხასიათდება. ენერგიის დაზოგვის სპეციალური ტექნოლოგია, რომელიც ძრავთან ერთად მუშაობს, დამატებით 210 კმ-ის გავლის საშუალებას იძლევა.

მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ მათ შეძლეს იდეალური შედეგის და მსუბუქი წონის მიღწევა. დამატებითი ცნობები კუპეს შესახებ ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

არსებული ინფორმაციით, კომპანია 75 ეგზემპლარს წარმოადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები