კომპანია Chevrolet აპირებს წარმოებაში ჩაუშვას კონცეპტუალური ავტომობილი Silverado Special Ops. თუმცა, როგორც ირკვევა, ავტომობილი ლიმიტირებული ტირაჯით იქნება დამზადებული. გაყიდვები 2016 წელს დაიწყება და შემოსული თანხის ნაწილი ”ამერიკის საზღვაო შენაერთების მუზეომს” გადაერიცხება.
შეგახსენებთ, რომ ავტომობილის კონცეპტი პირველად აშშ-ს დაკვეთით შეიქნმა და წარდგენილი იქნა ნოემბერში, SEMA ტუნინგ შოუზე. წარმატებული პრემიერის შემდეგ კი კომპანიამ მისი სერიულ წარმოებაში ჩაშვების გადაწყვეტილება მიიღო.
გარდა უნიკალური ვიზუალისა და შასის დაკიდების სისტემისა, ავტომობილი ისეთი დეტალებით არის გაწყობილი, რომელიც სამხედროების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველჰყოფს. შესაბამისად, საბაზისო ვერსიაში მოთავსებულია 4.3 ლიტრიანი ძრავი, თუმცა, არსებობს დამატებითი მოდიფიკაციის 5.3 და 6.2 ლიტრიანი ძრავებიც. საერთო ჯამში ძრავის სიმძლავრე 355-დან 420-მდე ცხენის ძალაა, ხოლო ძრავი 6 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით იმართება.

