სულ მალე ჩიკაგოში მსოფლიოში პირველი შოკოლადის მუზეუმი გაიხსნება. გამოცემა „daily times”-ის ინფორმაციით, იდეის ავტორი კომპანია Ferrero გახდა და ნუტელას კაფის საზეიმო გახსნა 31 მაისისთვის იგეგმება. დაწესებულების სტუმრებს არომატული დესერტების, შოკოლადის ნაირსახეობისა და სხვა ბევრი გემრიელობების დაგემოვნების გარდა, ასევე დღის კერძის მირთმევის საშუალებაც ექნებათ. როგორც რესტორნის შეფ-მზარეული აცხადებს, მათ შოკოლადის სამყაროს შექმნა სურდათ და ეს ნამდვილად გამოუვიდათ. ისინი ვიზიტორებს ძალიან ბევრ სიურპრიზს უმზადებენ და პირდებიან, რომ კაფეში სტუმრობა მათთვის ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად დარჩება.
აღსანიშნავია, რომ შოკოლადის რესტორნის პირველი 400 სტუმარი სასურველ ტკბილეულს უფასოდ დააგემოვნებს და გარდა ამისა, სხვადასხვა პრიზების მოგების შანსიც ექნებათ.
–