LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინელებს იტალური ფიატი მოუნდათ

98

ჩინელებს Fiat Chrysler-ის ყიდვა სურთ. ინფორმაციას ამის შესახებ პორტალი Automative News რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. აღმოჩნდა, რომ კონცერნის შეძენით ერთდროულად რამდენიმე კომპანიაა დაინტერესბული და Fiat-ის წარმომადგენლებიც ყველაზე სარფიან წინადადებას ელოდებიან.
იტალიური ავტომწარმოებელი რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს ამას დასავლური პრესაც ადასტურებს. საქმე ისაა, რომ Fiat-ის ოფისში სხვადასხვა ჩინური ფირმების წარმომადგენლებს ხშირად აფიქსირებენ და ამ მომენტისთვის მისი შეძენის ყველაზე დიდი შანსი – Dongfeng Motor-ს, Great Wall-ს, Geely-ისა და GAC-ს აქვთ.
აღსანიშნავია, რომ ჩინელ ბიზნესმენებს ასეთი ნაბიჯისკენ ხელისუფლებამ უბიძგა. უცხოური ბრენდების შეძენით მათ ტექნოლოგიების მოპოვება სურთ. აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ Fiat, უკვე დიდი ხანია გასაყიდად ემზადება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები