LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინელმა მამაკაცმა Li Auto L9-ში ცოცხალი თევზებით სავსე აკვარიუმი დაამონტაჟა

105
Capture

ჩინეთის მცხოვრებმა თავის Li Auto L9 კროსოვერზე ნამდვილი აკვარიუმი დაამონტაჟა, იტყობინება Carscoops.

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეოების მიხედვით, აკვარიუმი მანქანის კაპოტში იყო დამონტაჟებული და დალუქული პლასტმასის ფენით დაფარული. გამოცემის განმარტებით, მის ქვეშ ნამდვილი ცოცხალი თევზები დაცურავენ.

ჩინეთის პროვინცია ლიაონინგში შენიშნეს Li Auto L9 სპეციფიკური ტიუნინგით. სოციალური მედიის მომხმარებლები მანქანაში ამ ცვლილებას ძალიან ნეგატიურად აფასებენ და მას სასტიკს უწოდებენ. Carscoops, ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით, წერს, რომ ტიუნინგი არ აკმაყოფილებს საგზაო უსაფრთხოების მოთხოვნებს.

მანქანის მფლობელმა News Flare-ს ეს ტიუნინგი იმით ახსნა, რომ სათევზაოდ წავიდა, თევზისთვის კონტეინერის წაღება დაავიწყდა და გადაწყვიტა, რომ L9-ის კაპოტი აკვარიუმად გამოდგებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები