ინტერნეტში უჩვეულო ფოტო გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ ჩინელმა ავტომოყვარულმა თავის Mercedes-Benz-ის შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენა. მას ბრენდის ლოგოტიპი კულინარიული მიზნებისთვის გამოადგა.
ფოტოს მიხედვით, ჩინელმა წინა მხარეს ავტომობილს ლოგოტიპი მოხსნა და ჯერ საკვები მოამზადა, შემდეგ კი თეფშად გამოიყენა. ინტერნეტ მომხმარებლები ფოტომ ძალიან გაახალისა. ასეთი თეფში ყოველი გამოყენების წინ კარგად უნდა გაირეცხოს, რაც არც ისე პრაქტიკულია. აი გამოყენების შემდეგ კი საკმარისია ლოგოტიპის თავის ადგილზე დაბრუნება და გუბეებში გავლა.