LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთიდან ავტომობილების ექსპორტმა 2024 წელს 4 მილიონს გადააჭარბა

119
ჩინეთიდან ავტომობილების ექსპორტმა 2024 წელს 4 მილიონს გადააჭარბა

ჩინეთმა ავტო-ექსპორტი წელს 40%-ით გაზარდა. ამ წლის დასაწყისიდან დღემდე ჩინეთიდან 4,09 მილიონი მანქანა გაიტანეს, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით უფრო მეტია. მხოლოდ აგვისტოს თვეში საზღვრებს გარეთ 610 ათასი ავტომობილი გაგზავნეს, რაც 2023 წლის აგვისტოს მაჩვენებელს 39%-ით აჭარბებს. ყველაზე მეტად ჩინური მანქანები რუსეთში უყვართ, მეორე ადგილზეა მექსიკა და მესამეზე – არაბთა გაერთიანებული საამიროები.

რუსეთში გასული 8 თვის ჯამში 705 514 ჩინური მანქანა შეიტანეს. მექსიკაში იმავე ვადაში ექსპორტი ორჯერ ნაკლები, 323 540 ერთეული იყო, ხოლო არაბეთში – 203 048. შემდეგ პოზიციებს იკავებენ ბრაზილია (192 254 ერთეული), ბელგია (182 504), საუდის არაბეთი (161 261), დიდი ბრიტანეთი (137 925), ავსტრალია (118 888), ფილიპინები (104 402) და თურქეთი (95 650).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები