ჩინელმა მძღოლმა ყველგანმავალში 20 გოჭი დამალა და მათი ერთი ქალაქიდან მეორეში გადაყვანა სცადა. „რამბლერის“ ინფორმაციით, შემთხვევა ცზიანსის პროვინციაში მოხდა. საგზაო პატრული ავტომობილიდან მომავალმა საკმაოდ უცნაურმა სუნმა დააინტერესა, ამიტომ მან მძღოლს საბუთების წარდგენა და საბარგულის ჩვენება მოსთხოვა. შიგთავსის ნახვისას კი პოლიციელმა გაოცება ვერ დაფარა, ის უამრავი პატარა გოჭით იყო სავსე. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თითოეული გოჭის წონა 10 კგ. იყო. ხოლო, იმის გამო, რომ ცხოველების მსგავსი ტრანსპორტით გადაყვანა ძალიან საშიშია, კანონდამრღვევს საკმაოდ სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს.