LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში ბადმინტონის მოთამაშე რობოტმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

121
605157067_1192972626355414_1290394768330994742_n

ჩინეთში შექმნილმა მაღალტექნოლოგიურმა რობოტმა სპორტის ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა. ჭეძიანის პროვინციაში, ხანჯოუს ყურის გაერთიანებულ ინოვაციურ ცენტრში, ბადმინტონის მოთამაშე რობოტი პროფესიონალ ჩინელ სპორტსმენებთან ერთად უპრეცედენტო უწყვეტი გათამაშების მონაწილე გახდა. ამის შესახებ CGTN-ი წერს.

რეკორდის ფარგლებში რობოტმა და ადამიანმა ერთ რაუნდში 1452 დარტყმა განახორციელეს, რაც ოფიციალურად დაფიქსირდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ბადმინტონის გათამაშება ადამიანისა და რობოტის მონაწილეობით.

რობოტი ადგილობრივმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Zhejiang Shenchen Kaidong Technology შექმნა. იგი აღჭურვილია კომპიუტერული ხედვის მოწინავე სისტემებითა და ზუსტი მოძრაობის მართვის მექანიზმებით, რაც საშუალებას აძლევს, რეალურ დროში გააანალიზოს ბურთის ფრენის ტრაექტორია, დაითვალოს სიჩქარე, მიმართულება და უსწრაფესად მოახდინოს რეაგირება მეტოქის დარტყმებზე.

სპეციალისტების თქმით, მსგავსი ტექნოლოგიები მომავალში შეიძლება გამოყენებული იყოს არა მხოლოდ სპორტში, არამედ რეაბილიტაციის, ფიზიკური ვარჯიშისა და ადამიან-რობოტის ურთიერთქმედების სხვადასხვა სფეროში. ექსპერიმენტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხელოვნური ინტელექტი და რობოტიკა სულ უფრო აქტიურად იჭრება ადამიანური საქმიანობის ისეთ დარგებში, რომლებიც აქამდე მხოლოდ ადამიანის უნარებსა და რეაქციაზე იყო დამოკიდებული.

რეკორდმა დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც ტექნოლოგიურ, ისე სპორტულ წრეებში და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩინეთის სწრაფ პროგრესს რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები