LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan-ის ხელმძღვანელმა კომპანიის შესაძლო გაყიდვა არ გამორიცხა

125
ქირიას NEWS შაბლონი (3)

კომპანია Nissan შესაძლოა მომავალში გაიყიდოს – ასეთი შესაძლებლობა არ გამორიცხა კომპანიის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ივან ესპინოსამ. ამის შესახებ მან გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, თანამედროვე ავტო ბაზარზე მდგომარეობა იმდენად რთული გახდა, რომ „ამ გიჟურ სამყაროში ყველაფერი შეიძლება მოხდეს“. ამით მან არც დაადასტურა და არც უარყო კომპანიის შესაძლო გაყიდვა.

ეს განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როცა Nissan კვლავ ფინანსურ სირთულეებს ებრძვის. წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე ფინანსური წლის ანგარიშში, რომელიც 31 მარტს დასრულდება, კომპანიამ შეიძლება დაახლოებით 4,2 მილიარდი დოლარის ზარალი აჩვენოს. შედარებისთვის, წინა წელსაც ზარალი დაახლოებით 4,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ესპინოსამ თანამდებობა გასულ წელს დაიკავა და შეცვალა ყოფილი ხელმძღვანელი მაკოტო უჩიდა. მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. ამისთვის კომპანია გეგმავს მოდელების განახლებას და ოპერაციული ხარჯების მკაცრ კონტროლს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიამ შესაძლოა ერთ-ერთი ქარხანა დახუროს და თავისი შტაბ-ბინის შენობაც გაყიდოს, რადგან იაპონიის ბაზარზე 2025 წელი Nissan-ისთვის ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი აღმოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები