LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში გახსნეს კლინიკა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სამსახურში სიარული არ სურს

121
5675

ჩინეთის ქალაქ ცინჰუნდაოს კლინიკაში გაიხსნა სპეციალური განყოფილება, რომელიც ადამიანებს სამსახურში სიარულის სურვილის დაბრუნებაში უნდა დაეხმაროს. სიახლის შესახებ გამოცემა Scmp წერს.

სპეციალისტები პაციენტებს შრომასთან დაკავშირებული შფოთვისა და დეპრესიის დაძლევაში უნდა დაეხმარონ. საინტერესოა, რომ წარსულში მსგავსი პროგრამა ბავშვებისთვის მუშაობდა და მათ სკოლაში არსიარულის სურვილის დაძლევაში ეხმარებოდა. ამ შემთხვევაშიც პრობლემა სკოლასთან დაკავშირებული ემოციური სირთულეები იყო.

ახალი კლინიკა იმ ადამიანებზეა გათვლილი, ვინც სამსახურმა იმდენად გამოფიტა, რომ უკვე მუშაობის არსშიც კი ეჭვი ეპარება და მართლაც არაფერი აღარ უნდა. ექიმები თითოეულ პაციენტს ჯანმრთელობის მდგომარეობას შეუმოწმებენ, გამორიცხავენ ყველა შესაძლო დაავადებას და შემდეგ ემოციურ მდგომარეობას მიხედავენ.

აღსანიშნავია, რომ ინიციატივამ ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია, თუმცა პაციენტების რაოდენობა კლინიკაში შეზღუდულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები