LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში MERCEDES-BENZ-ის მემილიონე ავტომობილი ააწყვეს

24

გერმანული კონცერნი Daimler AG და კორპორაცია BAIC Group მნიშვნელოვან მოვლენას აღნიშნავენ – პეკინში მდებარე Mercedes-Benz-ის ქარხნის კონვეირიდან საიუბილეო, მემილიონე ავტომობილი გამოვიდა.

როგორც ავტომწარმოებლის პრეს-რელიზში წერია, ერთობლივმა საწარმო BBAC- Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილების გამოშვება 2005 წელს დაიწყო. ამ დროისათვის ქარხანა გერმანული ბრენდის ოთხ მოდელს აწყობს, რომლებიც ჩინეთის შიდა ბაზრისთვის არის განკუთვნილი, ესენია: Mercedes-Benz C-Class, Mercedes-Benz E-Class, Mercedes-Benz GLA და Mercedes-Benz GLC.

საიუბილეო, მემილიონე ავტომომობილი კი ახალი გენერაციის Mercedes-Benz E-Class გახდა, როგორც Daimler AG-ის წარმომადგენელი აღნიშნავს, ამ მოდელისათვის ჩინეთი უმსხვილესი ბაზარია.

საინტერესოა, რომ ჩინეთში მდებარე Daimler AG-ს წარმოება გერმანული ბრენდის ქარხნებს შორის მსოფლიოში ყველაზე დიდია.

ცნობილია ისიც, რომ Daimler-მა და BAIC-მა წარმოების გაფართოება დაგეგმეს და ამისათვის 500 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდება.

 

28213-1479462346-v-kitae-vypushchen-millionnyy-avtomobil-mercedes-benz

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები