LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში მომავლის ავტობუსის ტესტირება განხორციელდა (ვიდეო)

36

ჩინეთში მომავლის ავტობუსი გამოსცადეს. საცობების თავიდან აცილების მიზნით, ავტომობილებს მომავლის ტრანსპორტში გავლა შეუძლიათ. TEB-1 -ის ავტობუსის ტესტირება ჩინეთის ქალაქ ცინხუანდაოში, ხებეის პროვინციაში განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Xinhua ავრცელებს.

მომავლის ავტობუსის განსხვავებული ზომების გამო, საჭირო იყო სპეც-ტრასების შემუშავება. აღსანიშნავია, რომ მასში გავლა მაღალჭერიან მანქანებსაც თავისუფლად შეუძლიათ, რადგან მომავლის ტრანსპორტის სიმაღლე 22 მეტრს შეადგენს.
ავტობუსი მოძრაობს სპეციალურ რელსებზე, რომელიც გზის კიდეებშია დამაგრებული. სწორედ ამის გამო, იგი ფაქტიურად ხელს არ უშლის ავტომობილების გადაადგილებას.
TEB-1 300-მდე ადამიანს იტევს. თავდაპირველად ავტობუსი გამოჩნდა ქალაქ პეკინში, იგი წარმოდგენილი იყო როგორც კონცეპტი, თუმცა როგორც ჩანს ფანტასტიკური ჟანრის მომავლის ტრანსპორტს, ტექნიკოსებმა უკვე ხორცი შეასხეს.
გთავაზობთ ვიდეოს: