LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში პირველ „ორსულ რობოტს“ შექმნიან

107
Capture

ჩინელი მეცნიერები მუშაობენ მსოფლიოში პირველ „ორსულ რობოტზე“, რომელსაც ხელოვნური საშვილოსნო აქვს ჩადგმული. რობოტი ისეა შექმნილი, რომ ნაყოფი სრულ 9-თვიან ციკლს გაივლის და შემდეგ „მშობიარობაც“ დაიწყება. პროტოტიპის წარდგენა მომავალ წელს იგეგმება, ხოლო სავარაუდო ფასი 100 ათას იუანს მიაღწევს, წერს Biz.chosun.

პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ეს ინოვაცია შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს უშვილო წყვილებისთვის, რომლებიც ვერ სარგებლობენ სუროგაციის მომსახურებით – რადგან ჩინეთში კომერციული სუროგაცია აკრძალულია. მკვლევრები ფიქრობენ, რომ სიახლე ქვეყანაში შობადობის კლების პრობლემასაც მოაგვარებს.

მიუხედავად ტექნოლოგიური წარმატებისა, ინიციატივამ საზოგადოებაში სერიოზული დებატები გამოიწვია. სოციალურ ქსელებში ნაწილი მიესალმება იდეას და აღნიშნავს, რომ „ქალებს აღარ მოუწევთ ტკივილის ატანა“, ხოლო სხვები აცხადებენ, რომ ეს „სერიოზულად არღვევს ეთიკურ ნორმებს“.

ჩინეთში უშვილობის მაჩვენებელი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა: 2007 წელს ის 12%-ს არ აღემატებოდა, 2020 წლისთვის კი უკვე 18%-ს მიაღწია. ამ ფონზე ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად აფართოებს ხელოვნური განაყოფიერებისა და ინ ვიტრო მკურნალობის დაფინანსებას, თუმცა „ორსულობის რობოტმა“ შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები