LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში პოლიციელებს დაურიგეს სათვალეები, რომლებსაც სანომრე ნიშნების ამოცნობა და 10 ენაზე თარგმნა შეუძლიათ

135
Chinese-traffic-poilce-using-AI-glasses

ჩინეთის ქალაქ ჩანშაში (ხუნანის პროვინცია) საგზაო პოლიციის თანამშრომლებს დაურიგეს ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი სათვალეები, წერს პორტალი Sinchew. მოწყობილობას შეუძლია ავტომობილების სანომრე ნიშნებისა და სახეების ამოცნობა, ვიდეოს ჩაწერა და მოსმენილი ტექსტის 10 ენაზე თარგმნა. ვიზუალურად გაჯეტი თითქმის არ განსხვავდება ჩვეულებრივი სათვალისგან.

ჩაშენებული ვიდეოკამერა ავტომობილების სანომრე ნიშნებს ოთხ მეტრამდე მანძილიდან ამოიცნობს. სწრაფად მოძრავი სატრანსპორტო ნაკადის პირობებში ასეთი შესაძლებლობები ნაკლებად ეფექტურია, თუმცა ვიწრო ქუჩებსა და შეზღუდული გადაადგილების ზონებში სათვალეები მნიშვნელოვნად ზრდის იმ სატრანსპორტო საშუალებების ამოცნობის მაჩვენებელს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით შემოწმებას საჭიროებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ჩაშენებული მთარგმნელი – სისტემა წარმოთქმულ ტექსტს 10 ენაზე თარგმნის, რაც პოლიციელებს უცხოელებთან კომუნიკაციას უადვილებს. ასევე შესაძლებელია ვიდეოს ჩაწერა შიდა მეხსიერებაში. სრულად დამუხტული ელემენტი რვა საათის განმავლობაში მუშაობს.

სათვალემ უკვე გაიარა ტესტირება სხვა დიდ ქალაქებსა და მასშტაბურ ღონისძიებებზე. პოლიციაში დაწყებული ექსპერიმენტი  მოწყობილობის შემოწმების პროცესში ახალი ეტაპია. დადებითი შეფასების შემთხვევაში მოსალოდნელია ხელოვნური ინტელექტის მასობრივი დანერგვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები