LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინოვნიკმა სპორტდარბაზის გამო სამსახური 633-ჯერ გააცდინა

115
i-overdid-it-man-in-japan-fired

იაპონიაში ჩინოვნიკი 3 წლის განმავლობაში იმდენჯერ წავიდა სამუშაო დროს სპორტულ დარბაზში, რომ ბოლოს სამსახური დაკარგა. ამის შესახებ Japan Today წერს.

55 წლის კაძუსი კონო პარკებისა და დასასვენებელი ზონების დეპარტამენტში მუშაობდა.

აგვისტოს თვეში ქალაქის ადმინისტრაციაში ანონიმური საჩივარი შევიდა: უცნობი პირი ამტკიცებდა, რომ კონო მუდმივად აცდენდა სამსახურს, რათა დრო იქვე მდებარე სპორტულ დარბაზში გაეტარებინა. დეტალების დაზუსტების შემდეგ გაირკვა, რომ 2021 წლის აპრილიდან 2024 წლის ნოემბრამდე პერიოდში მამაკაცმა ოფისი 633-ჯერ დატოვა, ანუ სამსახურიდან ნაადრევად 100-დან 80 შემთხვევაში მიდიოდა. აუდიტორთა ინფორმაციით, კონომ სპორტ-დარბაზში 658 საათი და 36 წუთი გაატარა.

ამასთან, ისიც გაირკვა, რომ მამაკაცი ტრენაჟორებს საერთოდ არ გაჰკარებია, ის უბრალოდ გაწელვებს აკეთებდა და შემდეგ ისვენებდა. ჩინოვნიკმა დეპარტამენტს ბოდიში მოუხადა, თუმცა ეს მას სამსახურის შენარჩუნებაში ვერ დაეხმარა. მამაკაცი გაათავისუფლეს და თან კომპენსაციის სახით 1,7 მილიონი იენის გადახდაც დააკისრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები