ჩინური ავტობუსი, რომელსაც საცობების გარეშე უნდა ემოძრავა, სინამდვილეში აფიორა აღმოჩნდა. უნიკალური ავტობუსის შემქმნელი, რომელმაც საზოგადოებას დიდი იმედები ჩაუსახა, პოლიციამ რამდენიმე დღის წინ დააპატიმრა. ახალი ავტობუსი შანხაის გარეუბანში გადააგდეს, გენიალური იდეა კი სინამდვილეში მხოლოდ სიყალბე იყო. საქმე ისაა, რომ ახალ სატრანსპორტო საშუალებას რელსებზე უნდა ემოძრავა, მისი სალონი კი ავტომობილების ზემოთ უნდა ყოფილიყო განთავსებული. შესაბამისად, მას საცობში დგომა აღარ მოუწევდა და გზაზე მოძრაობაც განიტვირთდებოდა. ავტობუსი 1000-მდე ადამიანს დაიტევდა და პროექტი 4,5 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. შედეგად კი1,3 მილიარდ დოლარამდე შეგროვდა, ავტობუსი არასდროს დამზადებულა და იდეის ავტორებმა ფული საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენეს. თუმცა, მათი ბედნიერება დიდ ხანს არ გაგრძელდა და ამჟამად სასამართლო პროცესს ელოდებიან.