ჩინურმა ელექტრო ავტობუსებმა ევროპული ბაზარი დაიპყრეს და Mercedes-ს ბაზრის დატოვება აიძულეს. 2022 წლის მონაცემებით, ელექტრო ენერგიაზე მომუშავე რეგისტრირებული ავტობუსების რაოდენობა ბაზარზე 26%-ით გაიზარდა და 4152 ერთეული შეადგინა. თუმცა, ევროპულ ბაზარზე ჩინური მწარმოებლები ლიდერობენ: პირველ ადგილზეა Yotong (479 ერთეული), მეორეზეა – BYD (465), ხოლო Mercedes-Benz-ის მაჩვენებელი მხოლოდ 405 ერთეულია.
ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში 10 ყველაზე გაყიდვადი „ელემენტიანი“ ავტობუსიდან 3 ჩინური წარმოებისაა.
საინტერესოა, რომ ამ სეგმენტის ყოფილ ლიდერებს Volvo-სა და MAN-ს პრაქტიკულად ერთნაირი მაჩვენებელი (232 და 230) აქვთ.