LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Chrysler-მა ახალი ავტომობილი 300 Super S წარადგინა

43

ლას-ვეგასში ჩატარებულ ავტოშოუზე, კომპანია Chrysler-მა ახალი მონსტრის 300 Super S კონცეპტი წარადგინა. ახალმა ამერიკულმა ”Muscle Car”-მა, უკვე დიდი მოწონება დაიმსახურა კრიტიკოსების მხრიდან.

ჯერჯერობით კონცეპტუალური სედანის მხოლოდ ერთი ეგზეპლიარი არსებობს, თუმცა, მოსალოდნელია, რომ დახვეწილი სტილი, უნიკალური დეტალები და მძლავრი ძრავი, მას ლეგენდარულ ავტომობილად აქცევს.

 

13957-1446702571-kompaniya-chrysler-predstavila-zaryazhennyy-sedan-300-super-s

 

კონცეპტუალური 300 Super S-ის კაპოტქვეშ  5.7 ლიტრიანი HEMI V8 ძრავია მოთავსებული, რომელიც Dodge Challenger-ის და Charger-ის ანალოგია. თუმცა ამ ავტომობილს სამ განსხვავებულ პაკეტზე – Stage 1, Stage 2 და Stage 3-ზე შეუძლია მუშაობა. ძრავის სიმძლავრე 363 ცხენის ძალაა და პლუს ამას თითოეული პაკეტი მას 75 ცხენის ძალას უმატებს.

 

13957-1446702589-kompaniya-chrysler-predstavila-zaryazhennyy-sedan-300-super-s

 

ჯერჯერობით დამატებითი ტექნიკური დეტალები არ ხმაურდება, თუმცა თუ ზემოთხსენებულ მონაცემებს კარგად დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ Chrysler-მა ამერიკულ ბაზარს კიდევ ერთი მძლავრი და ძალიან შთამბეჭდავი ავტომობილი შემატა.

 

13957-1446702612-kompaniya-chrysler-predstavila-zaryazhennyy-sedan-300-super-s

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები