LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი კვარტეტი ოფიციალურად 9 ოქტომბერს დაიბადა… უკვე რამდენიმე სიმღერა გვაქვს… დარწმუნებულები ვართ, რომ მსმენელი კმაყოფილი დარჩება და მათ მოწონებას მოვიპოვებთ“ – კვარტეტი „ვივო“ პრემიერით „არ დაიდარდოში“

500
Untitled design (13)

12 ნოემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში ახალი კვარტეტის „ვივო“ პრეზენტაცია შედგა. კვარტეტის წევრები სალომე ტეტიაშვილი, ქეთი ქავთარაძე, ელენე ავსაჯანიშვილი და გიორგი-გოგა ნიკოლაძე გახლავთ. „ვივო“ მსმენელის წინაშე სიმღერით „რა საეჭვოდ იღიმები“ წარდგა. კვარტეტის წევრებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს და ახალი ნამუშევრებიც დააანონსეს.

გოგა, დღემდე ხარ ჯგუფ „ბანის“ წევრი, როგორ მიიღე ახალ კვარტეტში „ვივო“ გაწევრიანების გადაწყვეტილება, რა იყო მოტივაცია?

მოტივატორი ბატონი მურთაზ ჩიხლაძეა, ბავშვობაში მასთან დავდიოდი, მისგან ბევრი რამე შევიძინე, ამ ადამიანმა განმავითარა მუსიკალურად. ბავშვობიდან მომწონდა ანსამბლები.

ვის ეკუთვნის კვარტეტის იდეა, როგორ მოხდა თქვენი შეკრება?

მე და ელენე ავსაჯანაშვილი ბავშვობაშიც ერთად ვმღეროდით. შემდეგ, დავიყავით, ყველა ჩვენი ცხოვრებით წავედით. მე „ბანში“ მოვხვდი. ერთხელაც, ელენემ დამირეკა იდეით, რომ რეტრო, ესტრადის სტილში გაგვეკეთებინა რამე. შემდეგ, გოგონებიც შემოგვემატნენ.

სალომე, როგორც სოლო მომღერალი როგორ შეეგუე „კვარტეტში“ სიმღერას?

თავიდან ძალიან მეშინოდა, რადგან ჯგუფში სიმღერის გამოცდილება არ მქონდა. რადგან ასე პროფესიონალურად არ მქონია შეხება, თავიდან ცოტა ვორჭოფობდი. მინდოდა, ჩემთვის მოესმინათ და ობიექტურად ეთქვათ, შემეძლო თუ არა ჯგუფთან მუშაობა. რაღაცნაირად ისე გამოვიდა, რომ ალღო ავუღე, თან ძალიან მომეწონა ის, რასაც აკეთებდნენ, თან მუსიკალური განვითარებისთვის და შემდგომი წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი.

ოფიციალურად როდის დაიწყო თქვენი თანამშრომლობა?

ჩვენი კვარტეტი ოფიციალურად 9 ოქტომბერს დაიბადა. ეს თარიღი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს დაბადება მოხდა საპატრიარქოში, პატრიარქის წინაშე შევასრულეთ სიმღერა. რა თქმა უნდა, პატრიარქის დალოცვას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი კვარტეტისთვის. ეს მონდომება და სტიმულიც პატრიარქის დალოცვიდან მოდის.

„ვივო“ ჩვენმა ხელმძღვანელმა, ბატონმა მურთაზმა დაგვარქვა. „ვივო“ – ს რამდენიმე განმარტება აქვს, არის მუსიკალური ტერმინი, ასევე იტალიურად სიცოცხლეს ნიშნავს, ნიშნავს სიჩქარესაც.

როგორი იყო უშუალოდ პატრიარქის შეფასება?

ტაშის დაკვრა, სითბოს გამოხატვა, ეს ყველაფერი ჩვენზე დადებითად აისახა, რადგან მივხვდით, რომ მოვწონდით.

ვისაუბროთ სიმღერაზე „რა საეჭვოდ იღიმები“.

ეს შალვა ჩხიკვაძის სიმღერა გახლავთ. სიმღერა საპატრიარქოსთან არსებულ ხმის ჩამწერ სტუდიაში ჩაიწერა. დღეს, თქვენთან იქნება ამ სიმღერის პრემიერა და ასე ვთქვათ, ჩვენი მეორე დაბადების დღე.

როგორია სამომავლო გეგმები?

ვაგრძელებთ მუშაობას, უკვე რამდენიმე სიმღერა გვაქვს და ძალიან მალე შემოგთავაზებთ. ახალ-ახალი პროექტებით წარვდგებით მსმენელის წინაშე. დარწმუნებულები ვართ, რომ მსმენელი კმაყოფილი დარჩება და მათ მოწონებას მოვიპოვებთ.

ვივო – რა საეჭვოდ იღიმები

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები