ინდირა ჯგერნაია ჟურნალ „თბილისელებთან“ (30 ივნისის ნომერი) საუბრობს იმის შესახებ, როგორ გამოიყენა ნეგატიური კომენტარი სათავისოდ:
„ბოლოს გადაცემაში ვიყავი ჩემი სტუდიის ბავშვებთან ერთად და ვიღაცამ დამიწერა კომენტარებში, რანაირად გასუქებულხარ, კარგი გოგო იყავიო (იცინის). იმ მომენტში კი ვიცინე, მაგრამ მერე ძალიან გავბრაზდი საკუთარ თავზე. ჯერ ხომ ეკრანი გმატებს კილოგრამებს და მერე ისედაც მომატებული ვიყავი და ამ ადამიანის ცუდი სიტყვები საჩემოდ გამოვიყენე. მე ნეგატიურსაც პოზიტიურისკენ ვატრიალებ. დავიწყე ვარჯიში და სწორი კვება (იცინის)“.