ამერიკულმა ავტოკლუბმა მასელქარების მფლობელები საერთო მიზნისთვის გააერთიანა. ავტოკლუბის წარმომადგენლობამ 76 სხვადასხვა ფერის ავტომობილები ერთად დააყენა ისე, რომ სიმაღლიდან ცისარტყელის ეფექტი შექმნილიყო. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის წარმომადგენლობამ Facebook-ის მეშვეობით გაავრცელა.
არასტანდარტული ფოტოსესიის იდეა ჯეფ დევისს ეკუთვნის, რომელმაც ყველაფრის ორგანიზება თავის თავზე აიღო. ღონისძიება ჯორჯიის შტატში ჩატარდა. აქტივობასთან დაკავშირებული ყველა წვრილმანი ადგილობრივ მმართველობასთან იქნა შეთანხმებული.
ფერად-ფერადი, სხვადასხვა ფერის მასელქარები წარმოუდგენლად ლამაზად მოჩანდა როგორც ჰორიზონტული, ისე ვერტიკალური ხედვისას. ცისარტყელის ფერებით მათ განლაგებას 2 საათზე მეტი დასჭირდა. ორგანიზატორებმა ღონისძიების ფოტოები კვადროკოპტერის მეშვეობით დააფიქსირეს.
ყველაზე ძლიერი მოდელი 6.2 ლიტრიანი, რვაცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი, რომელსაც 717 ცხენის ძალის სიმძლავრე გააჩნდა.