LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცივილიზაციაში ძალით დაბრუნებული პენსიონერი ისევ უკან, თავის კუნძულზე გადასახლდა

60
0_Seventy-six-year-old-naked-hermit-Nagasaki-washes-untensils-on-Sotobanari-island-Okinawa-prefecture

ცივილიზაციაში ძალით დაბრუნებულმა იაპონელმა მამაკაცმა მოიპოვა უფლება, რომ უკან თავის კუნძულზე წავიდეს და ისე იცხოვროს როგორც გაუხარდება. თანამედროვე რობიზონ კრუზოს ისტორია Daily Mirror-მა გაავრცელა.

მასაფუმი ნაგასაკი დაუსახლებელ კუნძულზე 1989 წლიდან ცხოვრობდა. მას არ ჰქონდა სანთებელა, მაღაზიაში ნაყიდი პროდუქტი, ტანსაცმელი თუ კავშირგაბმულობის საშუალებები, თუმცა ეს არ უშლიდა ხელს, რომ ძალიან ბედნიერი ყოფილიყო. როგორც იაპონელს არაერთხელ უთქვამს, კუნძული მის სახლად იქცა და ოცნებობდა სიკვდილამდე იქ ყოფილიყო.

იდილია 2018 წელს დასრულდა, როცა 82 წლის პენსიონერი გაცივდა. მამაკაცი მოხუცებულთა თავშესაფარში გადაიყვანეს და განმარტოებით ცხოვრებაც აუკრძალეს.

მასაფუმის ცივილიზაციაში ყოფნა ძალიან უჭირდა, ამიტომ ბევრი იბრძოლა იმისთვის რომ უკან დაბრუნების უფლება მიეღო. 4 წლის შემდეგ მთავრობა დათმობაზე წამოვიდა და მოხუცს კუნძულზე წასვლის უფლება მისცა. მოხუცის სახლში დაბრუნება ნამდვილი მოვლენა იყო, ბედნიერმა ყველა კუთხე-კუნჭული მოიარა და პირობა დადო რომ იქაურობას აღარასდროს დატოვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები