LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხადაძე ნაკრებიდან მალე წავა

20

კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელის თანამდებობას მალე დატოვებს.
ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კახა ცხადაძე ოფიციალურად არ გაათავისუფლა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ცხადაძე ნაკრების მწვრთნელად რჩება.

აღმასკომის გადაწყვეტილებით, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე თანამდებობას ოფიციალურად ლევან კობიაშვილთან შეხვედრის შემდეგ დატოვებს.
სავარაუდოდ, ცხადაძე და ფედერაციის პრეზიდენტი კონტრაქტის გაწყვეტისთვის გადასახდელ კომპენსაციას განიხილავენ.

”აღმასკომის წევრებთან ერთად მოლაპარაკებების გზით მივედით იმ შეთანხმებამდე, რომ კახა ცხადაძეს უნდა შეუწყდეს ხელშეკრულება, – ამის შესახებ ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, –
მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, რომ ცხადაძე ნაკრების მწვრთნელი არ არის. ჩავთვალე, რომ აღმასკომთან ერთად უნდა მესაუბრა. მივედით იმ შეთანხმებაზე აღმასკომთან, რომ მოლაპარაკებების გზით კახა ცხადაძესთან შეწყდეს ხელშეკრულება. მზად ვარ კიდევ ერთხელ შევხდე და ვისაუბროთ, თუ როგორ შევწყვიტოთ ხელშეკრულება ორმხრივი მოლაპარაკების გზით”, – აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

კახა ცხადაძის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობიდან გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც კობიაშვილსა და ცხადაძეს შორის ახალ სახელფასო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დაპირისპირება დაიწყო. კერძოდ, სფფ კახა ცხადაძეს ხელფასის საგრძნობლად შემცირებას და საბონუსე სისტემას სთავაზობდა. თავის მხრივ კი, ცხადაძემ ეს შეთავაზება არ მიიღო და ფედერაციას თავისი პირობა წაუყენა – ხელფასის 25%-ით შემცირება, მიზნის მიღწევის შემთხვევაში კი აღნიშნული 25%-ის უკან დაბრუნება. ამის შემდეგ ლევან კობიაშვილმა კახა ცხადაძის ხელფასის ოდენობა და სფფ-ს მიმართ მისი ვალი გამოააშკარავა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ კახა ცხადაძე თანამდებობიდან გათავისუფლდებოდა.

კახა ცხადაძე ეროვნულ ნაკრებს 2014 წლიდან, თემურ ქეცბაიას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ წვრთნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები