სამხრეთ სუდანის სასამართლომ სამი წლით ციხეში გაუშვა ცხვარი, რომელმაც ასაკოვანი ქალის სიცოცხლე შეიწირა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Hasan Jasim ავრცელებს.
ცხოველი პოლიციამ მკვლელობის შემდეგ დააპატიმრა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ეჭვმიტანილი თავის მსხვერპლს მანამ არ მოეშვა, სანამ ძალიან მძიმე მდგომარეობამდე არ მიიყვანა.
გარდა თავად ცხვრისა, დაისჯება მისი მფლობელიც. სასამართლომ მას მოსთხოვა, რომ მსხვერპლის ოჯახს კომპენსაციის სახით 5 ძროხა გადასცეს.
ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, ყველა ცხოველს (ანუ მის მფლობელს), რომელიც ადამიანის მკვლელობაში იქნება ბრალდებული, დაზარალებულის ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს.