LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილები და მათი პირველკლასელი შვილები

27

სწავლა დაიწყო. გამორჩეულად ეს დღე დაუვიწყარი პირველი კლასის მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის იქნება.

დღეს პირველად სკოლაში შვილები რამდენიმე ცნობილმა ადამიანმაც წაიყვანა.

მათ შორისაა ტელეწამყვანი ეკა ხოფერია, რომელმაც თავისი პატარა ვაჟიშვილი ნიკოლა, როგორც თავად ეძახის, ნიკოლკა, დღეს 55-ე სკოლაში მიაცილა და კლასში ფოტოც გადაუღო.

დათო გომართელის ერთადერთი შვილი, დარია წელს გახდა ექვსი წლის და სკოლაში მამამ მიაცილა, გზაში მამა-შვილმა სახალისო ფოტოები გადაიღეს.

ნანუკა ჟორჟოლიანისა და ერეკლე კოდუას საბა ასევე ექვსი წლისაა და პატარა ვაჟკაცი სკოლაში ასევე დედიკომ წაიყვანა. ნანუკა ფოტოებს აქვეყნებს და თან ასეთ მინაწერს ურთავს; „მგონი, მოსწონს…“ იხილეთ ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები