LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ადამიანების შემოსავლები: ფედერერი მესამეა და მესი-რონალდოს ჯობნის

74
a5072b32d8fb43bf9911b2afb130a7f8-xl

„დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის გამარჯვებული როჯერ ფედერერი მესამე ადგილზე აღმოჩნდა ცნობილ ადამიანებს შორის გამომუშავებული თანხების მიხედვით. საუბარია 2019 წლის ივნისიდან 2020 წლის მაისამდე პერიოდზე. ამის შესახებ „ფორბსი“ წერს.
შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა 106.3 მლნ დოლარი (87.5 მლნ ევრო) იშოვა და მხოლოდ მეწარმე კაილი ჯენერს (590 მლნ დოლარი) და მუსიკოს კანიე უესტს (170 მლნ დოლარი) ჩამორჩა.

ხუთეულს ცნობილი ფეხბურთელები ასრულებენ – პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო და არგენტინელი ლეო მესი. პირველის შემოსავლები 105 მლნ დოლარია (86 მლმ ევრო), მეორის – 104 მლნ დოლარი (85.5 მლნ ევრო).

ტოპ 10-ში ასევე მოხვდნენ ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარი და ამერიკელი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი, რომლებმაც 95.5 მლნ დოლარი და 88.2 მლნ დოლარი გამოიმუშავეს.
რეიტინგის მე-16 ადგილზეა კალათბურთელი სტივ კარი (74.4 მლნ დოლარი).

ბოლოს ფედერერი კორტზე 30 იანვარს გავიდა, რის შემდეგაც კორონავირუსის გამო პაუზა აიღო და ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც ნაადრევად დაასრულა სეზონი.

39 წლის შვეიცარიელმა მთავარ მიზნად ოლიმპიადაზე თამაში დაასახელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები