მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სასტუმრო 3 წლით დაიხურა. შეგახსენებთ, რომ ეს ტიტული უკვე მრავალი წელია ნიუ-იორკში მდებარე Waldorf Astoria-ს ეკუთვნის. Hilton-ის სასტუმროების ქსელის ნაწილი სერიოზულ სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, გარდა ამისა, მისი დიზაინის განახლება და სრული რებრენდინგიც იგეგმება.
როგორც სასტუმროს წარმომადგენელი აცხადებს, რეკონსტრუქციებს ცნობილი ინჟინერი პიერ-ივ როშონი უხელმძღვანელებს და როგორც ვარაუდობენ, ასტორია მისი კიდევ ერთი გრანდიოზული ქმნილება იქნება.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი სასტუმრო 1931 წელს გაიხსნა და პირველივე დღიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს.