LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოლ-ქმარი 74 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთ დღეს გარდაიცვალა

106
Capture

ცოლი და ქმარი ბრაზილიიდან, რომლებმაც ერთად 74 წელი გაატარეს, ერთ დღეს გარდაიცვალნენ. ამის შესახებ Need TO Know წერს.

92 წლის ოდილეტა პანსან დე არომ და 94 წლის პასკუალ დე არომ ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როცა ერთი 15-ის და მეორე 18 წლის იყო. 1951 წელს ისინი დაქორწინდნენ და მალევე 6 შვილის მშობლები გახდნენ. ოდილეტა საოჯახო მეურნეობას უძღვებოდა, ხოლო პასკუალი ქსოვილების მაღაზიაში მუშაობდა.

დროთა განმავლობაში მეუღლეებმა საქველმოქმედო ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს და სოციალურად დაუცველ ადამიანებს ტანსაცმლით ეხმარებოდნენ. ბოლო წლებში ოდილეტას ალცჰაიმერის დაავადება აწუხებდა, ხოლო პასკუალი მასზე ზრუნავდა. თუმცა, 2023 წელს მასაც ბოლო სტადიის სიმსივნე დაუდგინეს.

წყვილს უერთმანეთოდ ყოფნა არ შეეძლო და ეს ქვეყანაც ერთ დღეს დატოვეს. ქორწინების 74 წლიანი იუბილეს შემდეგ, ისინი 17 აპრილს გარდაიცვალნენ.

„ეს არის სიყვარულის ისტორია ფილმიდან. ისინი ყოველთვის ამბობდნენ, რომ ერთ დღეს წავიდოდნენ და ასეც მოხდა. ისინი ცხოვრობდნენ, უყვარდათ და ტკბებოდნენ მიზიდულობით, რომელსაც ერთმანეთის მიმართ განიცდიდნენ. მათ შემდეგ დარჩა ეს მშვენიერი ოჯახი. მათი მემკვიდრეობა სამუდამოდ იცოცხლებს,“ – თქვა ცოლ-ქმრის ერთ-ერთმა სიძემ, ლუსიანო ლიალმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები