LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100 წლის საქმრომ და 102 წლის საცოლემ მოხუცებულთა სახლში იქორწინეს

121
ty

აშშ-ში 102 წლის ქალმა და 100 წლის მამაკაცმა მოხუცებულთა სახლში შეხვედრის შემდეგ ქორწილი გადაიხადეს. ამის შესახებ New York Post წერს.

2024 წლის 19 მაისს მარჯორი ფიტერმანი და ბერნი ლიტმანი იმავე ადგილას დაქორწინდნენ, სადაც ერთმანეთი 9 წლის წინ გაიცნეს. ცერემონია რავინმა ადამ ბოლბერგმა ჩაატარა.

„ორივე თქვენგანს საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება და სიბრძნე აქვს, ამიტომ თქვენი შეხედულებები და აზრები ამ დროისთვის კარგად არის ფორმირებული. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ არ გააგრძელებთ სწავლას და განვითარებას როგორც ადამიანები.

თუმცა, დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ის რაც ერთმანეთის შესახებ იცით, ზუსტად ისაა რასაც მომავალში უნდა ელოდოთ. და ის ყველაფერი რაც ერთმანეთში გიყვართ, ნამდვილად აღარ შეიცვლება,“ – უთხრა მან ახალდაქორწინებულებს.

სიძე-პატარძლის საერთო ასაკი 202 წელს შეადგენს. ეს კი მათ საშუალებას აძლევს ყველაზე ასაკოვანი წყვილის წოდებაზე ჰქონდეთ პრეტენზია და გინესის რეკორდების წიგნში შესაბამისი განაცხადი უკვე შეავსეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები