LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოლ-ქმარი ბავშვის სახელზე 1 წლის განმავლობაში ვერ შეთანხმდა და ამის გამო ერთმანეთს დაშორდა

106
ცოლ-ქმარი ბავშვის სახელზე 1 წლის განმავლობაში ვერ შეთანხმდა და ამის გამო ერთმანეთს დაშორდა

ჩინეთში სასამართლომ განიხილა შანხაიში მცხოვრები ახალგაზრდა მეუღლეების საქმე, რომლებმაც განქორწინება გადაწყვიტეს იმ მიზეზით, რომ ვერ შეძლეს ახალშობილი შვილისთვის სახელის შერჩევა. ამის შესახებ Oddity Central წერს.

მამაკაცი და ქალი 2023 წელს დაქორწინდნენ. ერთი წლის შემდეგ მათ ჯანმრთელი შვილი შეეძინათ. თუმცა მას შემდეგ ოჯახში უთანხმოება დაიწყო. თითოეული კატეგორიულად მოითხოვდა ახალშობილისთვის სასურველი სახელის დარქმევას. ბავშვს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა დაბადების მოწმობა და ვერ უკეთდებოდა ვაქცინაცია. ფაქტობრივად, მშობლების დავა ხელს უშლიდა შვილის დაბადების ოფიციალურ დადასტურებას. საბოლოოდ, წყვილმა სერიოზულად იჩხუბა და განქორწინებაზე შეიტანა სარჩელი.

სასამართლო პროცესის დროს ასევე გაირკვა, რომ არც ქმარი და არც ცოლი არ დათმობდნენ და თითოეული მათგანი ცდილობდა ფარულად მიეცა სახელი ახალშობილისთვის და საავადმყოფოში დაბადების მოწმობა აეღო. თუმცა წესების მიხედვით, ასეთი გადაწყვეტილება ორივე მშობლის მიერ უნდა იყოს დადასტურებული. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დაბადების მოწმობის ორიგინალი განქორწინების პროცესის დასრულებამდე  მერიაში შეინახება, შემდეგ კი იგი გადაეცემა დედას, რათა მან შვილის რეგისტრაცია წესების დაცვით შეძლოს.

ყოფილ მეუღლეებს ასევე განუცხადეს, რომ მათი კონფლიქტი შვილის სახელის გამო არღვევს არასრულწლოვანის უფლებებს და ორივე მშობელი პასუხისგებაში მიეცემა. მოსამართლემ შეახსენა მეუღლეებს, რომ არ აქვთ უფლება გამოიყენონ შვილი ოჯახურ დავებში.

ისტორიამ სოციალურ ქსელებში ფართო გამოხმაურება გამოიწვია. ბევრმა ჩინელმა აღნიშნა, რომ ასეთ ადამიანებს საერთოდ არ უნდა ჰყავდეთ შვილები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები