დაოჯახებული ქალბატონების უმეტესობას ჰგონიათ, რომ მეუღლეებს მხოლოდ ისინი უყვართ, ხოლო ღალატს თავისუფალი დროის გაყვანასა და ჰორმონების მოჭარბებულ რაოდენობას აბრალებენ.
თავის მხრივ საყვარლები თვლიან, რომ მამაკაცებით მათთან სიყვარულის გამო ატარებენ დროს, ხოლო მეუღლეებთან ჩვევის გამო ბრუნდებიან.
სამწუხაროდ, ცოლებიც და საყვარლებიც ცდებიან. რადგან თითოეული მამაკაცი, ქალბატონების მსგავსად პირველ ადგილზე საკუთარ თავს აყენებს.
მამაკაცები არ შორდებიან ცოლებს იმ მიზეზით, რომ მეუღლის მზრუნველობით თავს კომფორტულად გრძნობენ. მათ იციან, რომ სახლში მუდამ ელით სუფთა ტანსაცმელი და გემრიელი საჭმელი. თუმცა, ისინი საყვარლებთანაც დადიან, იმიტომ, რომ საყვარლებთან ურთიერთობა მათთვის ახალი თავგადასავალია. ისინი თავს თავისუფლად და მხიარულად გრძნობენ.
თუმცა, საბოლოო ჯამში ისინი აუცილებლად ბრუნდებიან დედასთან, რადგან დედა ცოლზე გემრიელ საკვებს ამზადებს და ამასთანავე ყველა იმ პრობლემას ისმენს, რომელიც მამაკაცს გააჩნია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დახმარებაზეც არ ამბობს უარს…