Uber ”ტოტენჰემს” წლიურად 22,5 მილიონი ევროს აძლევს ახალ სტადიონს მის სახელს თუ უწოდებს.
”მამლებმა” შეიძლება გვარიანი ფული ჩაიჯიბონ.
მხარეებმა პირველი მოლაპარაკებები ივლისში გამართეს, ოქტომბერში კი განაგრძეს.
Squawka-ის ინფორმაციით, ”ტოტენჰემს” უნდა, რომ კონტრაქტი 6-15 წელზე იყოს გათვლილი ყოველწლიურად 22-28 მლნ ევროს შემოსავლით. ეს კლუბს საშუალებას მისცემს არენის მშენებლობის ხარჯების დიდი ნაწილი დაფაროს.
”ტოტენჰემის” ახალი სტადიონის გახსნა 2018/19 წლების სეზონში იგეგმება. არენა 61 ათასს ადამიანზე იქნება გათვლილი.
სტადიონის საორიენტაციო ღირებულება 450 მლნ ევროა.
Uber – ტაქსის და კერძო მძღოლების მოძიების, გამოძახებისა და გადახდის აპლიკაციაა.