უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “დარტ ეარლაინსი” თბილისიდან ფრენებს იწყებს. როგორც ”ფორტუნას” საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ქეთი ალექსიძემ განუცხადა, თბილისი-კიევის მიმართულებით პირდაპირი რეისები 23 დეკემბრიდან დაიწყება. ფრენები კვირაში ორი სიხშირით – ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება.
რაც შეეხება ღირებულებას, ალექსიძის ინფორმაციით, ბილეთების შეძენას მომხმარებელი 150 დოლარიდან შეძლებს.
შეგახსენებთ, “დარტ ეარლაინსი” ავიარეისებს შარშან ბათუმიდან ასრულებდა.