LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Dacia Duster პიკაპად გადაიქცა

104
Dacia Duster პიკაპად გადაიქცა

Dacia Duster პიკაპად გადააკეთეს. მოდელი რუმინულ ატელიე Romturingia-სთან თანამშრომლობით დამზადდა. აღსანიშნავია, რომ კომპანიას უკვე აქვს წინა თაობის Duster-ის სატვირთო მანქანად გადაქცევის გამოცდილება. ახალმა Duster Pick-Up ორმაგი კაბინა შეინარჩუნა, თუმცა ამის გამო ტვირთის პლატფორმის ზომების შემცირება მოუხდა. ასეთი Duster უკვე ხელმისაწვდომია შეკვეთისთვის და ფასი 25 983 ევროა.

გადაკეთების პროცესში Duster-მა  ახალი უკანა ნაწილი მიიღო. დანარჩენი კორპუსი უცვლელი დარჩა. უცვლელია ზომებიც: სიგრძე – 4345 მმ, სიგანე – 1813 მმ, სიმაღლე – 1656 მმ.

ტვირთის პლატფორმის სიგრძე და სიგანე შეადგენს 1050 მმ-ს და 1000 მმ-ს. ტვირთამწეობა – 430 კილოგრამია. პლატფორმა აღჭურვილია მეტალის ორი სამაგრით და ტვირთის დასამაგრებელი ელემენტებით.

ძრავა ორი ტიპისაა: ნახევრად ჰიბრიდი 1.2 ლიტრიანი ძრავით და 130 ცხენის ძალით და სრულფასოვანი ჰიბრიდი 1.6-ლიტრიანი აგრეგატით, რომელიც 140 ცხენის ძალას ავითარებს.

ფასი  25 983 ევროდან იწყება. შედარებისთვის: ჩვეულებრივი Duster რუმინეთში 17 200 ევრო ღირს, თუმცა ეს ფასი საბაზო ვერსიის არის, რომელიც შიდა წვის ძრავითაა აღჭურვილი და მისგან პიკაპი არ გამოდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები