LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიაში სატვირთო ამწე ფეშენებელურ სასტუმროდ გადააქციეს

49

დანიაში სატვირთო ამწე ფეშენებელურ სასტუმროდ გადააქციეს. „Mirror”-ის ინფორმაციით, საინტერესო მინი-სასტუმო კოპენჰაგენში მდებარეობს და ის არც მეტი არც ნაკლები 15 მეტრის სიმაღლეზე, დანადგარის კაბინაშია განთავსებული.

სასტუმროს ნომერი სულ 2 ადამიანზეა გათვლილი და გარდა საძინებლისა, იქ ასევე სპა-სალონი და ჯაკუზიცაა განთავსებული. ამწეს კაბინის კედლები მთლიანად მინისაა, რაც დამსვენებლებს ქალაქის ხედებით ტკბობის საშუალებას მისცემს.

საინტერესოა, რომ უნიკალურ ნომერში ერთი ღამის გათენება 2,9 ათასი დოლარი ეღირება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები