LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიაში შექმნეს ფანჯარა, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს

110
Screenshot 2025-04-09 114307

დანიელმა მეცნიერებმა მზის ენერგიის ეფექტურ გარდაქმნაში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. მათ შექმნეს ინოვაციური ფანჯარა, რომელიც შუქს ატარებს და ამავდროულად ელექტროენერგიად გარდაქმნის, წერს Euronews.

აქამდე გამჭვირვალე „მზის ფანჯრებს“ საკმარისი ენერგიის შთანთქმა არ შეეძლოთ, რათა შენობისთვის საკმარისი ელექტროენერგია გამოემუშავებინათ, ხოლო მზის პანელები წარსულში ისეთი გამჭვირვალეც ვერ იყო, რომ მათი ფანჯრებად გამოყენება გამხდარიყო შესაძლებელი.

სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის სწავლულებმა მიაღწიეს იმას, რომ ფანჯარაზე მოხვედრილი შუქის 12,3% ელექტროენერგიად გარდაიქმნას, რაც კომერციული მზის ელემენტების ტოლფასია.

ტექნოლოგია მზის ელემენტების ორ ტიპს აერთიანებს და ისინი განათების სხვადასხვა სპექტრს იყენებენ.

გამჭვირვალე მზის ელემენტების ტექნოლოგია ენერგეტიკის სფეროში ნამდვილად დიდი მიღწევაა და შეუძლია, ცათამბჯენები ელექტროსადგურებად გადააქციოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები